პროტესტის 98-ე დღე - საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველისკენ მიემართებიან

05.03.25 21:17
პროტესტის 98-ე დღე - საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველისკენ მიემართებიან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომასა და მოქალაქეებისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.

"საქართველო აჯანყდი", "უსამართლო სასამართლო", ცეცხლი ოლიგარქიას", - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ უკანონო მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

დღეს არის 98- ე დღე გამოსულები ვართ ახალი არჩევების ჩატარების მოთხოვნით, ასევე ჩვენი სინდისი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ჩვენ არ დავიშლებით, სანამ მიზანს არ მივაღწიეთ. მოვუწოდებ, ხელისუფლებას დასანქცირებული მოსამართლეები გადააყენოს. მე ვთვლი, როგორც უფლებების დამცველი გასასამართლებელი ამ ადამიანებს არაფერი არ სჭირთ, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, სინდისის პატიმრები შეყარა რეჟიმმა და ვითხოვთ მათ გათავისუფლებას", - ამბობს მსვლელობის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები