თბილისის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

05.03.25 22:11
თბილისის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თბილისის მერიის თანამშრომელი, ანა კომლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ კომლაძე სოციალურ ქსელში თავადვე წერს.

მისივე ცნობით, მიზეზი შტატის შემცირება გახდა, თუმცა ანა კომლაძე დარწმუნებულია, რომ დასაჯეს.

ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა!

საკრებულოს ვებგვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები!

კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4-შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2-შტატიან განყოფილებად!

შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი. 

ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2-შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. 

კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!" - წერს ანა კომლაძე. 

მსგავსი სიახლეები