"ხვალ ზვიადის პროცესია - ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე ისინი არ გათავისუფლდებიან" | ზურაბ ცეცხლაძე
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ რეჟიმის პატიმრები არ გათავისუფლდებიან.
"არ გაჩერდება არავინ, ქართველი ხალხი მათ ციხეში არ დატოვებს" - ამბობს რეჟიმის ტყვის მშობელი, რომლის ცნობითაც, ხვალ, 6 მარტი, ზვიად ცეცხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ ზვიადის და მასთან დაკავშირებული შვიდი პირის სასამართლო პროცესია და რა მივმართო. სიმართლე გითხრათ, ისე მხნედ და მედგრად არიან, რომ გამამხნევებელს ვერაფერს ვეუბნები იმის გარდა, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე ისინი არ გათავისუფლდებიან. არ გაჩერდება არავინ, ქართველი ხალხი მათ ციხეში არ დატოვებს. ქართველი ხალხი ამ გენიალურ, დიდებულ თაობას გაუფრთხილდება, გამოიყვანს ციხეებიდან და ბრძოლისა და შრომის ავანგარდში ჩააყენებს", - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ხვალ, 6 მარტს, ზვიად ცეცხლაძის და მასთან დაკავშირებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.