უილსონი: ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, არალეგიტიმური ბიძინა კი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს

06.03.25 10:01
უილსონი: ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, არალეგიტიმური ბიძინა კი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს

ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, არალეგიტიმური ბიძინა კი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში სწორედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები არიან ჩართული.

ივანიშვილის "ქართული ოცნების" რეჟიმმა გააუქმა ამერიკული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა. ქართველებს სურთ, რომ ამერიკელებთან აკეთონ ბიზნესი, თუმცა არალეგიტიმურმა ბიძინამ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას თავისუფალი ბატონობის უფლება მისცა. 2020 წლის შემდეგ, ყველა პროექტში, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ დოლარს აჭარბებს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები არიან ჩართული"- წერს ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე. 

მსგავსი სიახლეები