კრიპტოვალუტის საქმე - სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

კრიპტოვალუტის საქმე - სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.
აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, შესაბამისად, მის მიმართ კიდევ ერთი პატიმრობის გამოყენების საფუძველი აღარ არსებობს.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში.
დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილმა დისტანციურად ჩვენება უნდა მისცეს, თუმცა პროკურორის პოზიციაა, რომ იმ შემთხვევაში როცა ბრალდებულს დისტანციურად რთავენ პროცესში, ადგილის მითითება არის აუცილებელი.
რადგან ეს შეუძლებელია, ასევე ბაჩიაშვილი არის ძებნილი რომელიც მართმსაჯულებას ემალება, მისი ჩართვა დისტანციურად პროცესში არასწორი", - თქვა სადრაძემ.
ახლა საინტერესოა, რას გადაწყვეტს მოსამართლე გელაშვილი და ჩართავს თუ არა დისტანციურად ჩვენების მისაცემად გიორგი ბაჩიაშვილს.
- შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგნეს. ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სამსახურებროვი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან.
4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.
ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.