თავდასხმა „კრაბ კოფის“ თანამშრომლებზე - შსს განცხადებას ავრცელებს

06.03.25 10:40
თავდასხმა „კრაბ კოფის“ თანამშრომლებზე - შსს განცხადებას ავრცელებს

თავდასხმა „კრაბ კოფის“ თანამშრომლებზე - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„კრაბ კოფის“ თანამშრომლებსა და მაღაზიაში მყოფ პირებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონის, ქრისტი პირველის ინფორმაციით, მაღაზიის დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხნენ.

მსგავსი სიახლეები