"გვირტყა ცხვირში და მუცელში, ძალიან აგრესიული იყო" - რას უკავშირებენ „კრაბ კოფის“ მეპატრონეები მათზე განხორციელებულ თავდასხმას
სასტიკი ანგარიშსწორება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ - "კრაბ კოფის" ორი დამფუძნებელი, რომელსაც გვიან ღამით დიღმის მასივში თავს ახალგაზრდა კაცი დაესხათ, დიღმის სამმართველოში იმყოფებიან და გამომძიებლებს დეტალურად უყვებიან მათზე გახორციელებული სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ. ერთ-ერთს ცხვირი აქვს გატეხილი და დღეს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, მეორეს კი ღრძილის მოტეხილობა აღენიშნება.
"გვირტყა ცხვირში და მუცელში, ძალიან აგრესიული იყო" - იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული "პირველებისთვის" მიცემილ ინტერვიუში.
„კრაბ კოფის“ მეპატრონეები ამბობენ, რომ თავს შეუნიღბავი მამაკაცი დაესხათ. მათი ინფორმაციით, ამოღებულია კამერის ჩანაწერებიც და შესაბამისად, შსს-ს თავდამსხმელის იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეს. გოგოებს ეჭვი აქვთ, რომ მათზე განხორციელებული თავდასხმა შესაძლოა, მათ საქმიანობას უკავშრდებოდეს.
"კრაბ კოფის" მეპატრონეები, რუსთაველზე, 28 ნომებრიდან ამ დრომდე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს უფასო ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ.
ჩვენს სახლთან მოხდა, ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, დანარჩენები გვიყურებდნენ, მერე ყვირილი რომ დავიწყეთ გაიყვანეს. გინება დაიწყო შორიდან, მივედით, ჯერ ქრისტი მივიდა მივიდა, ახტა და მუცელში ფეხი ჩაარტყა, ძალიან გარესიული იყო. მე რომ მივედი 4-5ჯერ ჩამარტა ცხივრში, ყვირილზე ხალხი მოვიდა, ცხვირი მაქვს გატეხილი, დღეს უნდა ჩამიტარდეს ოპერაცია", - ამბობს ერთ-ერთი მეპატრონე.
ამოცნობას შევძლებთ კი, კამერიდან ამორებულია კადრები, ჩვენც ვუყურეთ ამ კადრებს და ჩანს კარგად როგორ გევსხმის თავს. ჩვენ გაგვაკავეს და მას მისცეს გაქცევის საშუალება. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლებოდა დაგეგმილი ყოფილიყო. აქციები რაც დაიწყო უფასო ყავა-ჩაით ვეხმარებით, წინა დღით დავდეთ პოსტი და გუშინ მოხდა ეს ამბავი", - ქრისტი პირველი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.