ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე 10 ადამიანი დააკავეს

06.03.25 13:57
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე 10 ადამიანი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე 10 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. 

დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი და „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ადგურ არძინბას ახლობლები.

  • ხუთშაბათს ღამით შვიდი ადამიანი დააკავეს: ადამურ ფაჩალია, ბატალ ფაჩალია, ტიმურ ფაჩალია, ალხას მიკანბა, ანრი ხაგბა, ახრა ფაჩალია და საიდ არძინბა.

ასევე, როგორც Апсны.Иахьа ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ამოღებულია  დიდი რაოდენობით იარაღი.

  • მანამდე, ამ საქმეზე რაფაელ გუაზაა, იგორ ორჩუკბა და ნურიკ სმირი დააკავეს.

„საარჩევნო უბანზე“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ სროლა იყო მიუსერის პოლიციის საგუშაგოსთანაც. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, ადგურ არძინბას ნათესავი ნურიკ სმირი. ოპოზიციურმა Telegram-ის არხმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა კადრები, ირწმუნებიან რომ „პოლიციელებმა, (შინაგან საქმეთა მინისტრის) რობერტ კიუტის ბრძანებით, ესროლეს მიმავალ ავტომობილს“.

კიუტმა კი განაცხადა, რომ „თანამშრომლები პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაში მოქმედებას მკაფიოდ არეგულირებს“ და „დამნაშავეები არჩევნების ჩაშლას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ“.

 

მსგავსი სიახლეები