მოსამართლეს სინდისის პატიმრის ბანერი კანცელარიით მიაწოდეს - რა წერია ტრანსფარანტზე

06.03.25 14:41
მოსამართლეს სინდისის პატიმრის ბანერი კანცელარიით მიაწოდეს - რა წერია ტრანსფარანტზე

 

 

მოსამართლე გიორგი მგელიაშვილს სხდომაზე სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ბანერი კანცელარიის მეშვეობით მიაწოდეს. 

ბანერის ერთ მხარეს წერია - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", რომლის წაკითხვა დღეს მოსამართლეს სხდომათა დარბაზში მოუწია, მეორე მხარეს კი მოქალაქეების ხელმოწერებია, რომლებიც მხარს უჭერენ ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტების გამოშვებას.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა საქმის მასალებს თავდებობის განცხადება ამ ფორმით დაურთო.

ადვოკატის განმარტებით, ეს ბანერი როგორც მტკიცებულება ისე არ მიუტანია, მან ეს დოკუმენტი დანართის სახით, კანცელარიის მეშვეობით შეიტანა სასამართლოში. ამასთან, ავსაჯანიშვილის თქმით, ფურცლის ფორმატი კანონით არაა განსაზღვრული. შესაბამისად, მან ეს დანართი ამ ფორმატით მიიტანა.

  • ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები