გიორგი კირთაძე 2 000-ლარით დააჯარიმეს

06.03.25 15:40
გიორგი კირთაძე 2 000-ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილეების პროცესები მიმდინარეობს - აქტივისტების ნაწილს ზებრა გადასასვლელებზე დგომას, მეორე ნაწილს კი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საქალაქოს მოსამართლემ ერთ-ერთ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მან პარტია "ახალის" წევრს გიორგი კირთაძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სამი წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. 

გამოძიება პოლიტიკოსს , პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

მიუხედავად იმისა, რომ მოწმე იყო ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, ბევრჯერ გაგაფრთხილე და მერე დაგავაკეო, ის არცერთ კადრში არ გამოჩნდა. მერე მითხრეს, რომ მას ნიღაბი ეკეთება. არცერთ კადრში არ ჩანდა წინააღმდეგობის მაგვარიც კი, რომელსაც მე ვეწეოდი აქციაზე. თუმცა ამის მიუხედავად მოსამართლემ ჩათვალა, რომ მე დამნაშავე ვარ". - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები