სინდისის პატიმრები მოსამართლეს: "თავს დამნაშავედ კატეგორიულად არ ვცნობთ" (ვიდეო)

06.03.25 15:39
სინდისის პატიმრები მოსამართლეს: "თავს დამნაშავედ კატეგორიულად არ ვცნობთ" (ვიდეო)

 

 

საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომის დაწყებისას რეჟიმის ყველა ტყვემ, სათითაოდ, მოსამართლე გიორგი მგელიაშვილს უთხრა, რომ "თავს დამნაშავედ კატეგორიულად არ ცნობენ" და აბსურდულია ის ბრალი, რომელსაც მათ ედავებიან. 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები