დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა - რა გახდა მიზეზი

06.03.25 16:43
დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა - რა გახდა მიზეზი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს - დაცვის მხარემ მოსამართლის, სალიხ შაინიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. 

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეს სალიხ შაინიძესა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ნათესაური კავშირი აქვთ, სწორედ ამიტომ არ სურთ, რომ მოცემული გარემოების გამო კითხვის ნიშნები გაჩნდეს. 

დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლესთან ნათესაური კავშირი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმაც დაადასტურა. მეტიც, აღნიშნულზე თავად სალიხ შაინიძემაც ისაუბრა და თქვა, რომ მზია ამაღლობელი მისი სიმამრის დეიდაშვილია. 

მოცემული გარემოებების მიუხედავად, მოსამართლე ირწმუნება, რომ აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის საფუძველი არ არსებობს, ამიტომ აღნიშნულ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. 

დიახ, ნამდვილად არის ჩემი სიმამრის დეიდაშვილი, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი. უარს ვაცხადებ აღნიშნულ შუამდგომლობაზე, მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ“, - აღნიშნა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობენ. რეჟიმი ჟურნალისტს აქციაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრას ედავება. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება არასწორ მტკიცებულებებს და ყალბ ოქმებს ემყარება. 

მსგავსი სიახლეები