რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა პროკურორებს

“ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს “ - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მისი საქმის პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს.
მისივე განმარტებით, მას მიმალვა მიზნად რომ ჰქონოდა, დაკავებამდე მიიმალებოდა.
“მე მქონდა შესაძლებლობა, ხომ ვიცოდი, რომ მომძებნიდნენ, შემეძლო წავსულიყავი თუნდაც, ქალაქგარეთ, ან მეგობართან, ამის მაგივრად, სახლში დავრჩი“, - თქვა მან პროცესზე.
პროკურორებს მივამართავ, ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს ოჯახს, მამაჩემს და დედაჩემს. საღამოს, 20:00 საათზე, მამამ დამირეკა, სახლში მოსულები არიანო, ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. ღამის 2:00 საათზე უნდა წავსულიყავი სამსახურში, მუსიკოსი ვარ. მე მქონდა შესაძლებლობა, ხომ ვიცოდი, რომ მომძებნიდნენ, შემეძლო წავსულიყავი თუნდაც, ქალაქგარეთ, ან მეგობართან, ამის მაგივრად, სახლში დავრჩი. სახლში მომაკითხეს და დამაკავეს",- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
მისმა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს დაკავებულის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. ასევე, სასამართლოს შესთავაზა, შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის დაწესება.
ამასთან, ადვოკატმა ბრალდებულის ასაკზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ბრალდებულმა უთხრა, "მეშინია რომ იქ [ციხეში] დაავვადდები, რადგან ჰაერი არ არისო".
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მას 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
IPN