პრეცედენტული იქნება ეს პროცესები, სამაგალითო შემდეგი მთავრობისთვის-ზვიად ცეცხლაძის სიტყვა სასამართლოზე

06.03.25 18:54
პრეცედენტული იქნება ეს პროცესები, სამაგალითო შემდეგი მთავრობისთვის-ზვიად ცეცხლაძის სიტყვა სასამართლოზე

პრეცედენტული იქნება ეს პროცესები. სამაგალითო იქნება შემდეგი მთავრობისთვის, - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ სასამართლოზე განაცხადა.

ცეცხლაძის თქმით, მსგავსი საქმე, რასაც მას ედავებიან, ნებისმიერ მათგანზე შეუძლიათ “შეკრან“, ვინც აქციაზე დადის.

“მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთსა და იმავეს“, - თქვა რეჟიმის პატიმარმა.

დიდი მადლობა, თქვენი აქ მოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პრეცედენტული იქნება ეს პროცესები. სამაგალითო იქნება შემდეგი მთავრობისთვის. მე როგორც იურიდიულის სტუდენტი, ვაკვირდები. ბრალდების მხარეს მინდა მივმართო, არაა მნიშვნელოვანი ერთმანეთს იცნობდნენო. მე რასაც მედავებით ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებაა, თუ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, მაშინ ეს დანაშაულები ჯგუფის სახით კი არ უნდა გვედავებოდეთ. ინდივიდუალიზმი არ უნდა გაიბლაროს.  ნებისმიერზე შეგიძლიათ შეკრათ ასეთი საქმე, ვინც აქციაზე დადის. ბარიკადები ნამდვილად გაკეთდა, იმიტომ რომ თავი დაგვეცვა. წინასწარ განზრახული არაფერი არ იყო. მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთსა და იმავეს.თქვენი მხარე ვერ ადასტურებს, რომ სადმე ერთად ვთანაარსებობდით. მიმალვის საფრთხეზე როცა ილაპარაკეთ, არგუმენტად მოიყვანეთ ,რომ მძიმეა მუხლი. თქვენ გავიწყდებათ, რომ არცერთი არ ვართ ნასამართლები და სპეკულირებთ, რომ ბრალდებას გვდებთ, რომ ჩვენ ეს ჩავიდინეთ. როდესაც ამბობთ, რომ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილი. გაქცევის საფუძველზე როცა საუბრობთ, არავინ არსად გავქცეულვართ. არსებობს ალტერნატიული შემაკავებელი საშუალებები. ვიდრე პრაქტიკა არ არსებობს, არის აბსურდული. ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. როცა უკრაინაში ვიყავი არსებობდა საფრთხე, რომ თუ ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ. მე იქ გავაკეთე რაციონალური არჩევანი, - განაცხდა ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები