ქალი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, გარადაიცვალა.
“ნიუჰოსპიტალში” აცხადებენ, რომ პაციენტს კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.