ციხიდან დამირეკა ნიკუშა კაციამ! ისე გამახარა, რომ დიდხანს მეყოფა სიხარული - ანდრო ჭიჭინაძის დედა

06.03.25 20:08
 ციხიდან დამირეკა ნიკუშა კაციამ! ისე გამახარა, რომ დიდხანს მეყოფა სიხარული - ანდრო ჭიჭინაძის დედა

სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ასევ რეჟიმის ტყვემ, ნიკა კაციამ ციხიდან დაურეკა და მოიკითხა.

ლიკა გუნცაძის თქმით, ის სიხარული, რაც მისმა ზარმა მიანჭა, დიდხანს ეყოფა.

“ისე გამეხარდა ვხტუნაობდი, თბილი ზრდილი ძლიერი ადამიანია ჩემი ნიკა კაცია!“, - წერს ის.

ახლა ციხიდან დამირეკა ნიკუშა კაციამ! ოქროს ბიჭმა! ისე გამახარა, რომ დიდხანს მეყოფა სიხარული და მხნეობა! ყველას დიდი მადლობა გადმოგცათ ბრძოლისთვის, სოლიდარობისთვის, მხნეობისთვის! განსაკუთრებით დედებს გითვლით, რომ პატარა მოწყენის ნაპერწკალიც არ გვინდა დავინახოო! თქვენ გვაძლევთ დედები ძალასო! ყველას გკოცნით გეხუტებათ და გვიგზავნის კარგ ენერგიას! ისე გამეხარდა ვხტუნაობდი, თბილი ზრდილი ძლიერი ადამიანია ჩემი ნიკა კაცია! დიდი მადლობა! ჩემთვის პატივია რომ ვახსოვარ და დამირეკა გამამხნევა და მეფერა!“ , - წერს რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები