მზია ამაღლობელის საქმე-რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის დაკითხვა
რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის საქმე 13 მარტისთვის გადაიდო -როდის იმსჯელებს სასამართლო მოწმეების სახით გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე, უცნობია, რადგან მოსამართლემ საკითხი ღიად დატოვა.
მოსამართლის თქმით, საქმის განხილვის შესაბამისად, გადაწყვეტს, დაიკითხონენ თუ არა, პოლიციის მაღალჩინოსნები.
ამაღლოებლის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ორივე მოწმის ჩვენება იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ბესელია ის ადამიანია, რომელმაც ჟურნალისტი სტიკერი გაკვრის გამო დააკავა, ხოლო ვიდეოში, ჟურნალისტის კითხვის მოპასუხე არის ირაკლი დგებუაძე, რომელიც ამბობს, რომ 150-ე მუხლით არის დაკავებული.
შესაბამისად, ორივე მათგანის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც, ადვოკატების თქმით, დაკავების ოქმი შეივსო, სულ სხვა მუხლი ჩაიწერა.
მათივე თქმით, ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას დაკითხვის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და მას კვლავ დაუბრუნდებიან.
ეს საკითხი არის ღიად დატოვებული, მას კვლავ დავუბრუნდებით, ცხადია, სასამართლო ამაზე ცალსახად უარს ვერ განაცხადებდა, ვინაიდან, თითოეული ეს პირი პირდაპირ შემხებლობაშია ამ საქმესთან და გარემოებები, რაც კავშირიშია საქმესთან, სავლდებულია სასამართლო, გამოიკვლიოს და მისცეს მას შეფასება“, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.
არაობიექტურად მიიჩნევს ნონა ქურდოვანიძე აჭარის პოლიციის მხრიდან იმ საჩივრის გამოძიებას, რომელიც უშუალოდ გრიგოლ ბესელიას ეხება.
ქურდოვანიძე ამბობს, რომ აჭარის პოლიციას ამაღლობელის საქმე შსს-თვის უნდა გადაეგზავნა და ეთქვა, რომ მათ გადაეწყვიტათ, იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილიყო.
“მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, შსს -მ ჩვენი საჩივარი, რომელიც დაკავების კანონიერებას ეხება, გადმოუგზავნა უკან ბესელიას“, - ამბობს ქურდოვანიძე.
სასამართლოს არ უნდა უწევდეს ბრალდების მხარის ფუნქციების შეთავსება, ეს უნდა გააკეთოს ბრალდებამ, მაგრამ ის უნდა იყოს მიუკერძოებელი. ამ შემთხვევაში, ისინი არიან დაინტერესებულები, რადგან უშუალოდ მათი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ ჩვენ, როგორც დოკუმენტების გაყალბების, ასევე არასწორი დაკავების.
ობიექტურად, ასეთ დროს , რა თქმა უნდა, შეეძლო აჭარის პოლიციას მთლიანად გადაეგზავნა, შსს-თვის ცენტრალურ დონეზე და ეთქვა, რომ მე ამ საქმეში ვარ დაინტერესებული, რადგან მე მედავებიან და ამიტომ, იქნებ თქვენ გადაწყვიტოთ,არის თუ არა აქ საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სამართლადარღვევის ოქმი შევადგინოთ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, შსს -მ ჩვენი საჩივარი, რომელიც დაკავების კანონიერებას ეხება, გადმოუგზავნა უკან ბესელიას, ანუ, ის ადამიანი იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, ვის წინააღმდეგაც ეს საჩივარია შეტანილი, ეს არის მიკერძოების კლასიკური მაგალითი და ეს არ შეიძლება ობიექტური იყოს“, - განაცხადა ქუროდავნიძემ.
ჟურნალისტი კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგებიან კატეგორიულად პოლიციის მაღალჩინოსნების დაკითხვას, გომელაური უწყების იურისტები, მათ პასუხი არ აქვთ.
“ბესელია არ არის უშაულო ფაქტის შემსწრე და მისი ჩვენება არ არის ინფორმაციული“, - ამბობს იურისტი და ამტკიცებს, რომ ამაღლობელი კედელზე სტიკერის გაკვირსთვის კი არა, პოლიცელების შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
“შეურაცხყოფები წერია სამართალდარღვევის ოქმში, მონებო, ძაღლები და მსხგავსები. ვიდეომტკიცებულებაში კი ჩანს მისი წინააღმდეგობა“, - ამბობს იურისტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 13 მარტისთვის გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სხვადასხვა შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს, რომელთა ნაწილი მოსამართლე სალიხ შაინიძემ არ დააკმაყოფილა.
მომდევნო სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.