ტრაგიკულია ის, რაც სასამართლოს სჭირს, ხოლო კომიკურია ის, რაც გააკეთეს - ზურაბ ცეცხლაძე

06.03.25 21:52
ტრაგიკულია ის, რაც სასამართლოს სჭირს, ხოლო კომიკურია ის, რაც გააკეთეს - ზურაბ ცეცხლაძე

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ის, რაც დღეს სასამართლოში ხდება “სრულად ტრაგიკომედიაა“.

მისი თქმით, სასამართლო აქამადე უუნარო და უუფლებო იყო, ახლა კი კორუმპირებულობაც დაემატა.

სასამართლო უუნარო და უუფლებო იყო და დაემატა, რომ ასევე არის კორუმპირებული. რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლე, რომელსაც საქმე გუშინ ჩააბარეს, მისგან გარანტია მიიღეს რომ დააწერდნენ, გადაწყვეტილებას ამას მიიღებდა, აქედან გამომდინარე, განსხვავებული მოლოდინები არ მქონია.

სრულად ტრაგიკომედიაა, ტრაგიკულია ის, რაც სასამართლოს სჭირს, ხოლო კომიკურია ის, რაც გააკეთეს ახლა“, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

მსგავსი სიახლეები