მინდა, მივმართო ჰეროდე ივანიშვილს და მის “შპანას“, არცერთი დედის ცრემლი არ შეგრჩებათ - გიორგი ჩიკვაიძე
ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმის, რომ გააზრებული აქვს, როგორ “ეწირება რეჟიმის ქმედებებს“, ის ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და ბრძოლას მიიყვანს ბოლომდე.
“სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ეს არ მოხდება, ქვეყანას ვერ დავტოვებ, ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ვეწირებით ამ რეჟიმის ქმედებებს, ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და ეს იქნება გარდაუვალი“, - განაცხადა ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“.
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას მიმართავს და ეუბნება, რომ მათ არცერთი დედის ცრემლი და უდანაშულო ბიჭების ციხეში ყოფნის დღე არ შერჩებათ.
მინდა, მივმართო, როგორც ჰეროდე ივანიშვილს, ასევე მის “შპანას“, რომელიც მოდის რგოლებად, არცერთი დედის ცრემლი, არცერთი მომღიმარე, უდანაშულო ბიჭების ციხეში გატარებული დღე არ შეგრჩებათ, ეს იქნება ერთი ათზე გამრავლებული, როდესაც დაიწყება თქვენი პასუხისგება, ეს გაზაფხული ძალიან მალე დადგება საქართველოში, კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, - ამბობს ჩიკვაიძე.
ბიზნესმენი სასამართლოს გადაწყვეტილებას თვის ბოლოს ელოდება, თუმცა, ამბობს, რომ მაქამდე აქტიურად ხვდება სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმოამდგენლებს და აწვდის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
თვის ბოლოს ველოდებით ვერდიქტს, მაგრამ ჩვენ არ ვზივართ ხელდაკრეფილი, დღესაც არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსთან, ჩვენ ვაწვდით აურაცხელ ინფორმაციას ქვეყანაში ადამაინის უფლებების დარღვევის ნაწილში, როგორც ჩვენზე, ასევე სხვებზე და მჯერა, რომ მალე ვიხილავთ უმძიმეს საპასუხო რეაქციას, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში. არამარტო სანქციები, არამედ იქნება სოლიდური განცხადებებიც“, - განაცხადა ჩიკვაიძემ.