ივანიშვილი ახერხებს ყველა პროცესის გარყვნას და გაფუჭებას, რადგან ყველა რგოლს მოერგო ის მილიარდი, რომელიც ამ კაცს გააჩნია- ნანუკა ჟორჟოლიანი
“ბიძინა ივანიშვილი, მისი წარმოდგენით და დაჯერებით, ახერხებს ყველა პროცესის გარყვნას და გაფუჭებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხდა.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესებს ესწრებოდა, უყურებდა სინდისის პატიმრებს და ხვდებოდა, რომ “ახალი საქართველო დაიბადა უკვე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვეღარ მიყვება უკან“.
“აი, ეს გაუტეხელი ბაშვები, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ გადავტეხეთ“, - თქვა ჟორჟოლიანმა.
დღეს სასამართლო პრიცესზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი წარმოდგენით და დაჯერებით, ახერხებს ყველა პროცესის გარყვნას და გაფუჭებას, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა რგოლს მოერგო ის მილიარდი, რომელიც ამ კაცს გააჩნია. ანუ ეს მილიარდი რაღაცნაირი გასაღები აღმოჩნდა, ბევრი ადამიანისთვის. ჩემდა სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებისთვის ახერხებს სასათბურე პირობების შექმნას, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
აი, ეს გაუტეხელი ბაშვები, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ გადავტეხეთ. ახალი საქართველო დაიბადა უკვე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვეღარ მიყვება უკან და მე ვარ ბედნიერი, რომ ეს ამ ბავშვებმა გადატეხეს, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.