ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ - ჩიკვაიძე

08.03.25 16:19
ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ - ჩიკვაიძე

 

 

გიორგი ჩიკვაიძე მასზე დაწყებული თვალთვალის უკან "ქართული ოცნების" გაძლიერებულ შიშს ხედავს - ბიზნესმენის განმარტებით, ახლა ივანიშვილის რეჟიმს ეშინია, გიორგი ბაჩიაშვილის მსგავსად, საქართველოს საზღვარი თავადაც არ გადაკვეთოს. 

ბიზნესმენის "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ მიუხედავად დაშინების მცდელობებისა, ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. 

მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილიყო მასტიმულირებელი მათი გააფთრების. მთელი პროცესის განმავლობაში არაერთი ზეწოლის მსხვერპლი გავმხდარვარ. საგამოძიებო პროცესებში არაერთი ზეწოლა იყო. ჩემი ოჯახის წევრზე იყო თავდასხმა, იყო შემოთვლებიც. დღეს რასაც აკეთებენ, ასე დემონსტრაციულად აქამდე არ უკეთებიათ. მგონია, რომ განსაკუთრებით აგრესიულები არიან და ეშინიათ, რომ მსგავსი არ დაემართოთ. მე ვაპირებ აქ ყოფნას და საქმის ბოლომდე მიყვანას". - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ. 

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის რეჟიმს მის წინააღმდეგ დემონსტრაციული დევნის დაწყებაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მასსა და მის ბიზნესპარტნიორს უთვალთვალებენ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

  • 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.