თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიციაა მობილიზებული
თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც 84 დღეა სტუდენტების პროტესტი მიმდინარეობს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სასწავლებლის ადმინისტრაცია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მოტივით ახალგაზრდებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა სტუდენტებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს და პროტესტის გასაგრძელებლად ალტერნატიული სივრცე მოითხოვეს. სასწავლებლის ადმინისტრაციამ ამაზეც უარით უპასუხა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
ირვევა, რომ სამართალმდაცველებმა ახალგაზრდებს ახლად მიღებული კანონი გაახსენეს, რომელიც შენობაში აქციის გამართვას კრძალავს. მათ სტუდენტები გააფრთხილეს, რომ თუკი მათ ადგილზე ისევ გამოძახებენ, მაშინ რეაგირება და მათი დაჯარიმება მოუწევთ. გაფრთხილების მიუხედავად, სტუდენტები შენობაში რჩებიან.
სასწვალებლის გარეთ მსახიობები შეიკრიბნენ, რომლებიც გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც უწყვეტი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ორ თვეზე მეტია ღამეებს ათენებენ, დღეს ტერიტორიის შესაწამლად ისე შევიდნენ, რომ არავინ გაუფრთხილებიათ.