“მრცხვენია, რომ ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი“ - მსახიობების სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის გარიცხულ სტუდენტებს

10.03.25 13:29
“მრცხვენია, რომ ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი“ - მსახიობების სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის გარიცხულ სტუდენტებს

მსახიობების სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის გარიცხულ სტუდენტებს - ხელოვანები უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს“ უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი მათ აქტივობას და გაფიცვას უკავშირდება.

მათი თქმით, “ამ ქმედებით, უნივერსიტეტმა პასუხისმგებლობა მოიშორა, გაფიცული სტუდენტების სახით, რათა ისინი უნივერიტეტთან აღარ ასოცირდებოდნენ.“

პირდაპირ დამადასტურებელია იმის, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლების დარღვეევა უნივერისტეტის მხდიდსან. მეც ეს უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და მრცხვენია, რომ ამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. თეატრალური უნივესრისტეტი და ზოგადად, ეს სფერო, რასაც ჰქვია ხელოვნება, პირიქით, იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ სტუდენტს ასწავლოს „მისი გამოხატვის თავისუფლება არის შეუზღუდავი“. პასუხისმგებლობა მოიშორეს, ამ სტუდენტების სახით, რომ ამ უნივერიტეტთან აღარ ასოცირდებოდნენ ეს გაფიცული სტუდენტები. ამით უფრო მეტი ქულების დაწერა უნდათ ალბათ, მმართველ ხელისუფლებასთან, ამ არალეგიტიმურ ძალასთან, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს“, - ამბობს გიგა დათიაშვილი.

ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რომ პროტესტი ჩაახშონ, მაგრამ არ მგონია, ეგ გზა გამართლებული იყოს და მაგან გააჩეროს სტუნდეტები, ან ხალხი. ეს სტუდენტები ჩვენთან ერთად და ხალხთან ერთად, იპოვიან გზას პროტესტის გასაგრძელებლად“, - განაცხადა მსახიობმა, გიორგი მახარაძემ.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.