იმედია, წამოვა, თუ წამოვა, მანქანით ვარ- სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა სასამართლოში მივიდა

10.03.25 13:46
იმედია, წამოვა, თუ წამოვა, მანქანით ვარ- სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა სასამართლოში მივიდა

სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, იმედოვნებს, რომ მის ძმას დღეს სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლებენ, თუმცა, ამბობს, რომ “სურვილი არ უნდა აგვერიოს მოლოდინში“ და ონისეს გათავისუფლება უფრო სურვილია, ვიდრე მოლოდინი.

სანდრო ცხადაძე სასამართლოში მისვლის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს და ერთ-ერთი სწორედ „პირველებისთვის“ მიცემული ინტერვიუა. მისი თქმით, ზუსტად იცის რომ ონისე “ტვ პირველს“ უყურებს და ნახავს, რომ “მისი ძმა სახლში არ ზის, მხადაჭერას იგრძნობს.“

პირველ რიგში აქ იმიტომ მოვდივარ, რომ თქვენთან ჩავეწერო, რადგან ვიცი, რომ ჩემი ძმა მიყურებს, მინდა, იგრძნოს, რომ მე სახლში არ ვზივარ. მეორე რიგში, როგორც იუმორისტს მომწონს ეს პროცესები. მესამე რიგში კი, წლების შემდეგ მინდა, ვიცოდე, რომ ეს ცირკი ჩემ თვალწინ მოხდა, და ასევე, ვინ იყო ამ ბოროტებაში მონაწილე. სურვილი არ უნდა აგვერიოს მოლოდინში, ჩემი აზრით, ეგ უფრო სურვილია, ვიდრე მოლოდინი, რადგან წინა გამოცდილებები გვეუბნება, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა არავისთან. იმედია, წამოვა, თუ წამოვა მანქანით ვარ“, - ამბობს სანდრო ცხადაძე.

სინდისის პატიმრების პროცესი - თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.

დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებს სინდისის პატიმრების პროცესზე დასწრება სურთ, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, გახსნის თუ არა პირველი დარბაზის კარს მოსამართლე. უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდნენ ხელოვანებიც.