სასამართლოზე მიყვანილი მოწმე პოლიციელი ვერ ამბობს, სად დააკავეს აქტივისტი გიორგი მინდაძე

11.03.25 12:34
სასამართლოზე მიყვანილი მოწმე პოლიციელი ვერ ამბობს, სად დააკავეს აქტივისტი გიორგი მინდაძე

რეჟიმის კიდევ ერთი ტყვის, გიორგი მინდაძის საქმე თავდატირა დგება - სასამართლოზე მიყვენილი ე.წ. მოწმე პოლიციელი ვერ ამბობს, სად დააკავეს აქტივისტი. ეს მაშინ, როცა სამართალდამცველები პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ მინდაძეს ხელბორკილები პოლიციის განყოფილებაში დაადეს,  ოჯახი კი სულ სხვა რეალობაზე საუბრობს. 

მინდაძის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი სოფელ წილკანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ძმისშვილთან სტუმრად იმყოფებოდნენ.

სულ ყველა ვინც შემოვიდა, ვინც დაიკითხა, უნამუსოები, უსირცხვილოები, არც დედა ჰყავთ, არც მამა ჰყავთ, არც და-ძმა. უნამუსოები, ფულის ღორები! მარტო ფულისთვის რომ არსებობენ, ამის ფაქტია ეს ყველაფერი.

გიორგი დააკავეს წილკანში, ჩემს ძმისშვილთან ვიყავით. მოაბრახუნეს კარზე, შემოცვივდნენ ზორბები, არავი კითხვა არ დაუსვამს, სად წაიყვანეს, ისიც არ უთქვამთ, - ამბობს მინდაძის დედა.
 

პროცესის შემდეგ "პირველებმა" მინდაძის დაკავებასთან დაკავშირებით კითხვა პოლიციელს დაუსვა. სამართალდამცველს ჟურნალისტმა ჰკითხა, სად დააკავეს აქტივისტი, თუმცა ე.წ. მოწმემ კითხვას პასუხი ვერ გასცა.

ვერ გეტყვით... უკვე პოლიციის განყოფილებაში იყო, როცა მე მასთან დავიწყე მუშაობა. სჯობს ადვოკატს გაესაუბროთ. ერთი და იგვე კითხვებს სვამთ, - ამბობს მოწმე პოლიციელი.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია. ინტერესების დამცველის თქმით, საქმეში კიდევ ერთი დეტალია, რომელიც მისი დაცის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე მიუთითებს. მისი თქმით, კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა პროცესზე დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს დაზარალებულს დაზიანება არ აღენიშნებოდა. 

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია და სამართლებრივად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ერთ-ერთმა მოწმემ ისიც კი აღნიშნა, რომ დაზარალებულს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, არანაირი დაზიანება არ ჰქონია. შესაბამისად, რაზე უნდა ვიმსჯელოთ და რაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც მოწმე ადასტურებს, რომ დაზარალებულს დაზიანება არ ჰქონია და შესაბამისად, ბრალი აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, - ამბობს ადვოკატი.

მოსამართლემ 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები