რატომ სჯის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებულ სტუდენტებს - თეატრალურის რექტორი აკადემიურ საზოგადოებას დაემალა
რეჟიმის დაკვეთით საბჭოთა რეპრესიების აღსრულებაში ბრალდებული თეატრალურის რექტორი იმალება. ძებნა გიორგი შალუტაშვილთან ერთად გამოცხადებულია ეთიკის საბჭოს იმ წევრებზე, ვინც 10 სტუდენტი უნივერსიტეტიდან გარიცხა. სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოება დღეს თეატრალურთან მივიდა, თუმცა მათ კარი დაუკეტეს.
პროფესორ მასწავლებლები დღეს ერთიანდებიან სტუდენტების მხარდასაჭერად, რადგან კარგად ხვდებიან, რომ ეს არ არის საუნივერსიტეტო საზოგადოების პრობლემა და თეატრალურში არსებული კრიზისი რეპუტაციულ ზიანს აყენებს ყველას.
სტუდენტების უსამართლო დევნასთან შეგუებას ხალხი არ აპირებს. კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის შემაძრწუნებელია, როცა ხედავენ, როგორ ებრძვის სახელწმიფო საკუთარ კულტურას და მომავალს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.