პროტესტის 104 დღე - დედაქალაქში ისევ საპროტესტო მსვლელობაა
თბილისი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. საზმაუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეები თეატრალურ უნივერსიტეტთან შეჩერებას გეგმავენ, სადაც რეპრესიებმა სტუდენტებამდეც მიაღწია. აქციის მონაწილეები მათ ამ ფორმით სოლიდარობას გამოუცხადებენ.
ევროპული მომავლის მცველები აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და ყველა უკანონოდ დაკავებული არ გათავისუფლდება.
ეს პროტესტი გაგრძელდება სანამ ჩვენი ეგობრები არ გათავისუფლდებიან ივანიშილის ტყვეობიდან და ახლაი არჩევნები არ ჩაინიშნება, ნამდვილი, სწორი არჩევნები, როგორცი საქართველოს ეკუთვნის და დემოკრატიულ ქვეყნებშია. მანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადადგამს სწორ ნაბიჯებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ის ხალხის ინტერესებს არ იცავს, ის იცავს მხოლოდ თავის ინტერესებს, - ამბობს აქციის მონაწილე.
რა ხდება პროტესტის 104 დღეს თბილისში ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში.