რეჟიმის 8 ტყვის შემდეგი სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება
სინდისის 8 პატიმრის წინააღდეგ საქმის წარმოება პატიმრობაში რჩება - დაკავებულების საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.
შემდეგი პროცესი 24 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.