14 მარტს ორ სტუდენტს პირველი არხი ეთერს დაუთმობს
პროტესტმა შედეგი გამოიღო - 14 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2 სტუდენტს და გიორგი შალუტაშვილს ეთერს დაუთმობს.
ვიყავით ჩვენ და ბატონი გიორგი შალუტაშვილი, ორი პროდიუსერი და ხელმძღვანელი.
პარასკევს, ათ საათზე ჩაინიშნა ლაივ ეთერი, სადაც სამივემ, მე ნინიმ და ბატონმა გიორგიმ დავდეთ პირობა, რომ პარასკევს ათ საათზე ვიქნებით ეთერში და ვისაუბრებთ პროტესტის გარშემო, რაც ხდება დღის განმავლობაში და ამის შემდეგ. პროდიუსერმა და ხელმძღვანელმა თქვეს, რომ ხვალ დაიდება ანონსი, რომ გიორგი შალუტაშვილი მოვა ეთერში და სტუდენტს ესაუბრება ლაივში. სამწუხაროდ, ბატონი გიორგი ბევრი საუბრის შემდეგ არ დათანხმდა აქ მოსვლაზე და არც ვიდეოს გადაღებაზე, მაგრამ მოწმე არის ბევრი ადამიანი, რომ ხელი ჩამოვართვით და ხვალ დაიდება ანონსი, რომ ჩვენ და გიორგი შალუტაშვილი ვიქნებით ეთერში. , - განაცხადა სტუდენტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო - გიორგი შალუტაშვილის ეთერში სტუმრობის პარალელურად, პირველ არხთან შეკრებილი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ეთერის დათმობას ითხოვდნენ.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის