როგორია იმ პირის მდგომარეობა, რომელსაც ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისას ტყვია მოხვდა

15.03.25 11:43
როგორია იმ პირის მდგომარეობა, რომელსაც ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისას ტყვია მოხვდა

"პირველების" ინფორმაციით, პირი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით ვაკეში, ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, მკვლელობისას დაიჭა, კლინიკიდან გუშინვე გაწერეს. 

ის "პირველების" ინფორმაციით, მოკლულის დაცვის წევრია. 

"ტვ პირველმა" გაარკვია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ბრმა ტყვია ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. ხეჩინაშვილის კლინიკაში კი შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს, რის შემდეგაც გაწერეს. 

ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან გუშინ ღამით 23:33 წუთზე მოკლეს, მას ათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი. გაქცეულ დამნაშავეს გომელაურის პოლიცია ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე ბიზნესმენი იყო, ის რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.

მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი, (სავარაუდოდ დაცვა) რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. 

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.