მკვლელობა ვაკეში - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და ჰქონდა თუ არა ადგილი "კრიმინალურ ვენდეტას"?

15.03.25 15:11
მკვლელობა ვაკეში - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და ჰქონდა თუ არა ადგილი "კრიმინალურ ვენდეტას"?

ე.წ. კანონიერი ძმის მკვლელობა შუა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი ანგარიშსწორების კვალი "კრიმინალურ ვენდეტამდე" მიდის და წარსულში მოკლულის ძმასა და სხვა ე. წ. კანონიერ ქურდებს შორის დაპირისპირებას შეიძლება უკავშირდებოდეს.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობიდან კი უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე გაქცეული დამნაშავის კვალზე ვერ გადის და ვერ ამბობს, ვინ ესროლა ლევან ჯანგველაძეს ათამდე სასიკვდილო ტყვია.  

უწყებას გაქცეულის იდენტიფიცირება წესით არ უნდა გაუჭირდეს. "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული კადრებით ირკვევა, რომ ე.წ კანონიერი ქურდის ძმას შუახნის მამაკაცი  ჭავჭავაძის გამზირზე 40 წუთის განმავლობაში ელოდებოდა. აღნიშულ ვიდეოში პირის იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელია. 

არსებობს ვარაუდი, რომ მკველობაში მხილებული პირი დაქირავებული ქილერია. 

"პირველებმა" გაარკვია, რომ ლევან ჯანგველაძე საქართველოში სპეციალურად პანაშვიდისთვის ჩამოვიდა. ის 3 საათის ჩამოსული იყო თბილისში, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ჩასაფრება მოუწყეს და 10-მდე ტყვია ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

"პირველების" ინფორმაციის, ბიზნესმენი დღეს რუსეთში აბრუნებას აპირებდა. 

ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან გუშინ ღამით 23:33 წუთზე მოკლეს.

ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე ბიზნესმენი იყო, ის რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.

შემთხვევის დროს მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი - დაცვას ბრმა ტყვია ფეხში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჭრილობის დამუშავების შემდეგ, ხეჩინაშვილის კლინიკიდან გუშინვე გაწერეს.

  • მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.