როგორ მზადდებოდა თავდასხმა ე.წ კანონიერი ქურდის ძმაზე - "პირველებმა" ახალი კადრები მოიპოვა

15.03.25 12:58
როგორ მზადდებოდა თავდასხმა ე.წ კანონიერი ქურდის ძმაზე - "პირველებმა" ახალი კადრები მოიპოვა

 

 

როგორ მზადდებოდა თავდასხმა ე.წ კანონიერი ქურდის ძმაზე - "პირველებმა" ახალი კადრები მოიპვა, სადაც სავარაუდო თავდამსხმელი ჩანს. "პირველების" ინფორმაციით, ის ჯანგველაძეს ჭავჭავაძის გამზირზე 40 წუთი ელოდებოდა.

სამეთვალყურეო კამერების აღნიშნულ ჩანაწერებში ჩანს, რომ შუახნის მამაკაცი ბიზნესმენის გამოსვლამდე მობილურ ტელეფონს ამოწმებს. 

არსებობს ვარაუდი, რომ მკველობაში მხილებული პირი დაქირავებული ქილერია. გაქცეულ დამნაშავეს გომელაურის პოლიცია ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ლევან ჯანგველაძე საქართველოში სპეციალურად პანაშვიდისთვის ჩამოვიდა. ის 3 საათის ჩამოსული იყო თბილისში, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ჩასაფრება მოუწყეს და 10-მდე ტყვია ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

"პირველების" ინფორმაციის, ბიზნესმენი დღეს რუსეთში აბრუნებას აპირებდა. 

ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან გუშინ ღამით 23:33 წუთზე მოკლეს, მას ათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი. 

ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე ბიზნესმენი იყო, ის რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.

მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი - დაცვას ბრმა ტყვია ფეხში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჭრილობის დამუშავების შემდეგ, ხეჩინაშვილის კლინიკიდან გუშინვე გაწერეს.

  • მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

მსგავსი სიახლეები