სასიკვდილო ჭრილობები გულის და ყელის არეში - 21 წლის სპორტსმენი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

16.03.25 20:11
სასიკვდილო ჭრილობები გულის და ყელის არეში - 21 წლის სპორტსმენი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს

21 წლის გიორგი ახალაიასთვის საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა საბედისწერო აღმოჩნდა. "სახელოსნო" ბარში მისულ სპორტსმენს დანა გულში რამდენჯერმე ჩაარტყეს და იქვე, შენობასთან დატოვეს. ახალგაზრდა კაცი სისხლისგან იცლებოდა, როცა გამვლელებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მეგობრები ყვებიან, რომ ბარში ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც გარე სივრცეში სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.

პოლიცია ამ დრომმდე უშედეგოდ ეძებს სასტიკი მკვლელობის შემოქმედს, 21 გიორგი ახალაიას კი საცხოვრებელ სასხლში წუთი წუთზე გადაასვენებენ.

ხობში გლოვაა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომკონფლიქტი არასრულწლოვნების გამო დაიწყო. გიორგი ახალაია ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ სპორტსმენმა კლუბში ბავშვები არ შეუშვა, რასაც ჯერ სიტყვკიერი შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები