მკვლელობა ვაკეში - პოლიცია გაქცეულ სპეცრაზმელს ეძებს
პოლიცია გაქცეული სპეცრაზმელის პოვნას ვერ ახერხებს. გელა უძილაურს დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერის, მერაბ ჯანგველაძის, იგივე "კანიბალას" ძმის მკვლელობის საქმეზე ეძებენ, მაგრამ გომელაურის უწყება არ ამხელს კუდის ყოფილმა სპეცრაზმელმა მოკლა ლევან ჯანგველაძე თუ ქილერს დაკვეთის შესრულებაში ეხმარებოდა.
ყვარელი იყო ბოლო ადგილი, სადაც უძილაური ნახეს. დედამ დღეს "პირველებს" დაუდასტურა, რომ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ მეხსიერების ბარათები წაიღო.
ახლა მთავარი კითხვაა - ვისი დავალებით ჩაცხრილეს სოხუმელი ქურდის ძმა - ეს იყო მერაბ ჯანგველაძის დასასჯელად შესრულებული მკვლელობა თუ პირადი შურისძიება.
გელა უძილაურის ყოფილი ხელმძღვანელი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ სპეცრაზმელი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობას დამოუკიდებლად არ დაგეგმავდა, მკვლელობაში ფულს არ აიღებდა და პასუხისმგებელი მხოლოდ დამქირავებლის უსაფრთხოებაზე იყო. დათო დათაშვილი, რომელიც უძილაურს კარგად იცნობდა, არ გამორიცხავს, რომ საქმე კრიმინალურ ავტორტეტებს შორის მომხდარ დაპრისპირებას ეხებოდეს, უძილაურს კი დასაცავმა პირმა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდება დაავალა.
ჭავჭავაძის გამზირზე გახმაურებული მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. ჩაცხრილულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება. ცალმხრივი მოძრაობის გამო მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის.
ვრცლად ნახთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.