სააპელაციო სასამართლომ ჩიკვაიძეს აღკვეთის გადასინჯვაზე უარი უთხრა
სააპელაციო სასამართლომ მოშიმშილე პოლიტპატიმარის, გიორგი ჩიკვაიძის სარჩელი საქმის წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. ბიზნესმენის ახლო გარემოცვისათვის სასამართლოს ეს ნაბიჯი ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ბრძოლის ერთადერთ გზად საქმის სტრასბურგში წაღება რჩება.
ჩიკვაიძის მსგავსად, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში ბრალდებული, ირაკლი პაპიაშვილი ყვება, რომ სისტემის ტყვე მხნეობას ციხეშიც არ კარგავს და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. თუმცა, 5 დღიანი შიმშილობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად უკვე აისახა.
შვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა პატივს სცემს პოლიტპატიმრის დედა. ეკა წერეთელი გვიდასტურებს, რომ გიორგი ჩიკვაიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მისთვის შიმშილობა კატეგორიულად აკრძალულია. ამას ამბობს როგორც დედა და როგორც ექიმი, თუმცა, პოლიტპატიმარი შვილის ბრძოლის ფასს კარგად იაზრებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.