თავდასხმა გელა მთივლიშვილზე - კაციტაძის უწყება დუმს

16.03.25 20:40
თავდასხმა გელა მთივლიშვილზე - კაციტაძის უწყება დუმს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ისევ არ უთქვამს, იწყებს თუ არა გელა მთივლიშვილზე თავდასხმის გამოძიებას. კადრებით, რომელიც "მთის ამბებმა" გაავრცელა, მოძალადის იდენტიფიცირება თავისუფლად შეიძლება. შეიარაღებული მამაკაცი მედიის წარმომადგენელს სიცოცხლის ხელყოფით რამდენიმე წუთის განმავლობაში ემუქრებოდა.

ჩხუბი გზის დათმობის გამო დაიწყო. გელა მთივლიშვილს სამჯერ დაარტყეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. ჩანაწერში ისმის გინებაც. მამაკაცი სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებს ყველას, ვისაც სისხლიანი ნოემბრის შემოქმედი - ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება არ მოსწონს. მთივლიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშომელია.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები