პროტესტის 109 დღე - მოქალაქეების ნაწილი ისევ საზმაუსთან შეიკრიბა

16.03.25 20:37
პროტესტის 109 დღე - მოქალაქეების ნაწილი ისევ საზმაუსთან შეიკრიბა

პროტესტის 109 დღეს მოქალაქეების ნაწილი ტრადიციულად საზმაუსთან შეიკრიბა. ისინი მსვლელობით რუსთაველისკენ გაემართებიან, სადაც ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მანამდე კი პირველ არხთან შეკრებილები კვლავ ეთერს ითხოვენ და ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. 

რა ტრაგიკულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წარმატებად ითვლება, რომ მაგალითად, ეთერი სტუდენტებს დაეთმოთ ან ვთქვათ, შშმ პირებს ან სხვა ჩაგრულ პირებს. ჩვენი შემდგომი მოთხოვნაა, რომ ეთერი დაეთმოს პატიმრების ოჯახის წევრებს და ამაზე უნდა გავაკეთოთ მთელი აქცენტი. გარდა ამისა, ვეკლოდებით, როდის დაიგეგმება სამეურვეო საბჭოს მორიგი შეხვედრა და აუცილებლად ეს შეხვედრაც საჯაროა, ამ შეხვედრასაც დავესწრებით. მთავარი რაც არის, რომ პროტესტი გძღელდება, - ამბობს აქტივისტი. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები