640 ათასი ტვირთების შესამოწმებელი მობილური სკანერის შესაკეთებლად - შსს საზღვრების დაცვას აძლიერებს

17.03.25 12:01
640 ათასი ტვირთების შესამოწმებელი მობილური სკანერის შესაკეთებლად - შსს საზღვრების დაცვას აძლიერებს

გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, საქართველოს საზღვრების დაცვა გააძლიეროს. გომელაურის უწყებამ ექსკლუზიური შესყიდვა გამოაცხადა და ბიუჯეტიდან 640 ათასი ლარიც გამოიყო. ამ თანხით ტვირთების შესამოწმებელი მობილური სკანერი უნდა შეკეთდეს, რომელიც თვეებია გაფუჭებულია. 

კორუფციის მკვლევარები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ერთი ფაქტიც ცხადყოფს, რომ მთელი სახელმწიფო ერთ ადამიანზეა მორგებული და ყველაფერი მაშინ კეთდება, როცა მას ამის საჭიროება უდგება. 

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით როგორ იყო რიგები საბაჟო პუნქტებთან, იმიტომ, რომ მანქანების გავლადობა იყო პრობლემა. იმიზეზებდნენ იმას, რომ მანქანას ვერ გაუშვებდნენ შემოწმების გარეშე და ამ დროს შემოსავლების სამსახურს აქვს სპეციალიზირებული მობილური სკანერი, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა საბაჟო პუნქტზე გადაიტანო საჭიროების შესაბამისად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სკანერი გაფუჭებულია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მხოლოდ ახლა გაახსენდათ სკანერის გაკეთება. ამ სკანერის აღდგენა ჯდება 640 ათასი ლარი, საკმადო ძვირადღირებული ნივთია. დაფიტებით დაიწყეს ამ სკანერიდ გაკთება და რა თქმა უნდა, პირდაპირ თუ ირიბად ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რაც საქართველოს საზღვრებზე ხდება და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ მუშაობს სისტემა. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ჩამოშლილია სისტემა და აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე და იმ ადამიანის ნება-სურვილზე, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

ამავე აზრს იზიარებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილიც.  

ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც დრაკონუნლ კანონებს ბოროტი ხელმწიფე, ზღაპრებში რომაა, იგონებს იმის მიხედვით, თუ რა ხდება მის თავს. ბაჩიაშვილი გაექცა, ახლა შემდგი რომ არ გაექცეს, ახალ რადარებს ყიდულობს. ღია კონფლიქტში ვართ მეზობელთან. ამ ვითარებაში ჩვენ არ გვაქვს არც წესიერი თავდაცვის საჰაერო სისტემა, არცსაზღვრის კონტროლის სისტემა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოლიგარქს, ბატონს, გაქეცა ვიღაცა ქვეყნიდან, გაეპარა ფულის შოვნის წყარო, მხოლოდ ამის მერე გაიცა ბრძანება, რომ მოდი, ახლა რადარები გვწირდება, რომ მეტი ფულის წყარო არ გაიქცეს. ჩვენ გვაქვს სახელწიფო, რომელიც არ ემსახურება საზოგადოებას და ხალხს, ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.  

მსგავსი სიახლეები