"ოცნება" საჯარო სკოლებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტს ამკვიდრებს - შავაძე

17.03.25 12:45
"ოცნება" საჯარო სკოლებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტს ამკვიდრებს - შავაძე

არალეგიტიმური ხელისუფლების განათლების მინისტრი, სკოლების კონტროლის მიზნით, ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნას აპირებს, რომელიც სკოლებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "ძლიერი საქართველოს" წევრმა როლანდ შავაძემ ისაუბრა.

ოპოზიციონერის თქმით, რეალურად, ამ ინიციატივის მიზანი მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევაა.

შავაძე მიიჩნევს, რომ ეს რუსული „კაგებეშნიკური“ მოდელია, რომელიც კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გასავრცელებლად იმუშავებს. 

საჯარო სკოლებში ეგრეთ წოდებული ოდეერის ინსტიტუტს ამკვიდრებენ. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.

რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად  მარწუხებში მოქცევა.

ეს არის წმინდა რუსული „კაგებეშნიკური“ მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანსს და მუშაობს  კონკრეტული ძალის,  ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გასავრცელებლად.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ სკოლებს, თავისუფლად შეუძლიათ თავად აწარმოონ ნებისმიერი მონაცემის დაცვა. სასწავლებელს ამას, როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის შიდა განაწესი ავალდებულებს,– ამბობს როლანდ შავაძე.

 

მსგავსი სიახლეები