აქტივისტის საქმე - უფლებადამცველების თქმით, ანრი კვარაცხელიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ დევს

17.03.25 15:37
აქტივისტის საქმე - უფლებადამცველების თქმით, ანრი კვარაცხელიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ დევს

საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების საქმის განხილვა  გრძელდება. რეჟიმის გამოძიება ირწმუნება, რომ ანრი კვარცხელია ის ახალაგზრდაა, ვინც პოიციელებს მოლოტივის კოქტეილი ესროლა, მაგრამ ეს უფლებადამცველების მტკიცებით, ე.წ. ვიდეო მტკიცებულებაში არ ჩანს. - პირს, რომელიც აალებადი სითხით სავსე ბოთლს ისვრის, ნიღაბი უკეთია. 

დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ დრომდე პროკურატურას არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ სამოქალაქო აქტივისტი ანრი კვარაცხელია მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილს ნამდვილად ისროდა.

პროკურატურას საქმეში ორი ვიდეომასალა აქვს წარმოადგენილი: ერთი, სადაც ანრი კვარაცხელია საპროტესტო აქციაზე დგას, მეორე კი, სადაც ნიღბიანი პირი სპეცრაზმელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილს ისვრის. 

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ქიმიური ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც 8 დალუქული მასალა დაათვალიერა, რის შემდეგაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დამტვრეული ბოთლები იმის მტკიცებულებაა, რომ ანრი კვარაცხელიამ მოლოტოვის კოქტეილი ნამდვილად ისროლა. 

დაცვის მხარემ დღეს ბრალდებას ჰკითხა, როგორ ადასტურებდა, რომ აღნიშნული ნამდვილად ანრი ვარაცხელიამ ისროლა, რაზეც დაცვის მხარის თქმით, პროკურორს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.

ზოგადი ინფორმაციის მქონე პასუხი ჰქონდა ექსპერტს, შესაბამისად, მისი დასკვნა ვერ იქნება შემხებლობაში ანრი კვარაცხელიას საქმესთან, ვინაიდან ის მასალა, რაც აღებული იყო საექსპერტო კვლევისთვის, დაუდგენელია, ანზორ კვარაცხელიას მიერ იყო ნასარგებლარი და გამოყენებული, ასეთი მტკიცებულება ჯერ სასამართლოში არ არის. შესაბამისად, წინსწრებით საუბრობს პროკურორი ისეთ მტკიცებულებებზე, რომელიც ჯერ გამოკვლეული არ არის, - ამბობს ადვოკატი. 

საპირისპიროს ამტკიცებს პროკურორი. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, მოლოტოვის კოქტეილი ნამდვლად ანრი კვარაცხელიამ ისროლა.  

გამომძიებლის მიერ დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი ანუ ის ადგილი, სადაც მოხდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა და აღნიშნული ადგილიდან ამოღებულია ბოთლის ნამსხვრევები. ამ ბოთლის ნამსხვრევებზე იყო ნამწვის კვალი. ექსპერტიზით ეს არ დადგინდება, მაგრამ ვიდეოჩანაწერი და ერთობლიობაში ყველა მტკიცებულება მიდის იქამდე, რომ ანზორ კვარაცხელიამ ისროლა აღნიშნული. ანზორ კვარაცხელიას მობილიური ტელეფონიდან ექსპერტიზის შედეგად გამოთხოვილი იქნა ვიეოჩანაწერი, მის მიერ გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ის ქურთუკი, რომელიც მას აცვია შემთხვევის ადგილზე, ამ ქურთუკს წვავს. მას აქვს მასალა გადაღებული, იძახის, რომ ძალიან უყვარდა ეს ქურთუკი და უბრალოდ, აუცილებელია, რომ მოიშოროს, - ამბობს პროკურორი.  

ანრი კვარაცხელიას შემდეგი სასამართლო პროცესი 27 მარტს არის ჩანიშნული. პროცესზე მოწმეების გამოკითხვას კვლავ ბრალდების მხარე გააგრძელებს.  

მსგავსი სიახლეები