თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ადასტურებს, რომ მისი ანგარიშები დაყადაღებულია
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ადასტურებს, რომ მისი ანგარიშები დაყადაღებულია.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დამატებითი დეტალები ამ დროისათვის მათთვის უცნობია.
დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.
ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.
რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ" ,-ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. ასევე ჟორჟოლიანის ინფრომაციით, დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდიც.