პუტინის პირადი ექიმი, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფება-“გურიის მოამბე“

17.03.25 15:51
პუტინის პირადი ექიმი, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფება-“გურიის მოამბე“

ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაცია, ორი დღის განმავლობაში, ფოთში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში” გადაინაცვლეს.

ჟურნალისტების ჯგუფში არიან "ისტანკინოს”, “ნტვ” -სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, თავად ლეონიდე ბოკერია კი დახურულ შეხვედრებს მართავს.

მსგავსი სიახლეები