გილაურის ფონდი: ამ ეტაპზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყადაღა პროკურატურამ წარმოადგინა

17.03.25 16:05
გილაურის ფონდი: ამ ეტაპზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყადაღა პროკურატურამ წარმოადგინა

"ფროსფერითი ჯორჯიას" ცნობით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფონდის დაყადაღება პროკურატურამ მოითხოვა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფონდის მუშაობა, ამ დროისთვის, შეფერხებულია.

გაცნობებთ, რომ ფონდის მუშაობა შეფერხებულია,

რადგან ფონდის ანგარიშს დაედო ყადაღა.

ამ ეტაპზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყადაღა წარმოადგინა პროკურატურამ.

ასევე დაყადაღებულია სხვა ფონდები.

დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ,“- წერია ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. ასევე ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.

მსგავსი სიახლეები