ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად "ფორმულა" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნანო ჩაკვეტაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, 13 მარტს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებიან.