დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

17.03.25 18:26
დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

აჭარასა და გურიის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება - "ენერგო-პრო ჯორჯიაში" "პირველებს" უთხრეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა მათი მიზეზით არ მომხდარა.

სახელმწიფო ენერგოსისტემის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაციაში ამ წუთებში ერკვევიან. "პირველების" რედაქციას მოსახლეობა აწვდის ინფორმაციას, რომ მათ შორის გათიშულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობაც. იგივე პრობლემის შესახებ ცნობები ვრცელდება იმერეთის რეგიონებიდანაც. 

ოფიციალური კომენტარის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მსგავსი სიახლეები