ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ქართველ მამაკაცს გერმანიაში უვადო პატიმრობა ემუქრება - რა მოხდა გერმანიაში
ცოლის ცოცხლად დაწვის მცდელობის ფაქტზე გერმანიაში დაკავებულ ქართველ კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება. 46 წლის თენგიზ კაკიაშვილი გერმანელ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ახლა მან გამოძიებას უნდა განუმარტოს, რა გახდა ცოლის წინააღმდეგ სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი.
კაკიაშვილმა გერმანიის ქალაქ გერაში ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დანაშაული ტრამვაიში მოხდა. ცეცხლის ჩაქრობა მძღოლმა და მგზავრებმა დროულად შეძლეს. ქალი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. მძიმედ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრალდებული კაცი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, მას პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ, კაკიაშვილი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
გერმანიაში ქართველი დამნაშავე დააკავეს - ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.