დაპირისპირება დანებით, ქვებით და ცეცხლსასროლი იარაღით - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

22.09.21 10:25
დაპირისპირება დანებით, ქვებით და ცეცხლსასროლი იარაღით - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

დაპირისპირება დანებით, ქვებით და ცეცხლსასროლი იარაღით - დმანისში მოხმდარი სისხლიანი თავდასხმის დროს დაჭრილი პირები კატასტროფის ბრიგადამ გუშინ, თბილისში, "ნიუჰოსპიტალში" გადმოიყვანა.

ოპოზიციის აქტივისტებს მძიმე ჭრილობები სახისა  და სხეულის არეში აქვთ მიყენებული.

ექიმი დაშავებულთა მდგომარეობას საშუალო სიმძიმით  აფასებს.

შემოყვანილია ორი მამაკაცი 38 და 45 წლის. შემოსვლისას ორივე მათგანს აღენიშნებოდა ქალა-ტვნის დაუზუსტებელი ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა. ერთ შემთხვევაში არის თავისა და სახის მრავლობითი ჭრილობა, მეორე შემთხვევაში არის სახისა და ზემო კიდურის მრავლობითი ჭრილობა",- ამბობს ექიმი. 

ოპოზიციაზე განხორციელებული შეირაღებული თავდასხმის შემდეგ, გომელურის უწყებამ მხოლოდ ერთი პირი, "ქართული ოცნების" კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავა, მას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზინებას ედავება. "ქართული ოცნების" ძალადობრივი დაჯგუფების წევრების ნაწილი კი ისევ თავისუფალია. 

რაც შეეხება დმანისს, მოსახლეობა გუშინ მომხდარი ძალადობის გასაპროტესტებლად დღეს ქუჩაში გამოსვლას აანონსებს.