სასამართლოს კარი მედიისთვის შეიძლება დაიხუროს

17.03.25 20:40
სასამართლოს კარი მედიისთვის შეიძლება დაიხუროს

სასამართლოს კარი მედიისთვის შეიძლება დაიხუროს - არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესების გადაღების უფლება ჩამოერთვათ. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ოფიციალურად ავთანდილ კახნიაშვილია. ცენზურის მსურველს აღიზიანებს სინდისის პატიმრების მოსმენა, მათი მხრიდან რეჟიმის მხილება, ამიტომ სურს, რომ მედია სასამართლო დარბაზიდან გააძევოს.

ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ნიადაგის მოსინჯვაა "ოცნების" მხრიდან, რომ პროცესები სრულად დაიხუროს. მედიის დახმარებით საზოგადოება იგებს, რომ საქმეები თეთრი ძაფით არის ნაკერი და ერთი და იგივე მოწმეები დაჰყავს პროკურატურას რეჟიმის ტყვეების წინააღმდეგ, ამიტომ იმისთვის, რომ ინფორმაცია საჯარო არ იყოს, მედიას დარბაზის კარს უკეტავენ.

მოსამართლეს ახლაც აქვს უფლება, ზოგიერთი სხდომა სრულად ან ნაწილობრივ დახუროს. მაგალითად, დახურულია კომერციულ საიდუმლოებებზე პროცესები. ასევე ის საქმეები, რომელიც არასრულწლოვანებს ეხება, ამიტომ დამატებითი შეზღუდვები მხოლოდ სასამართლოს სრულად დახურვას ემსახურება. 

ახალი შეზღუდვები სასამართლოში? - ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.