ივანიშვილის გუნდი რეპრესიულ შეზღუდვებს ონლაინ მედიებსაც უწესებს

17.03.25 20:51
ივანიშვილის გუნდი რეპრესიულ შეზღუდვებს ონლაინ მედიებსაც უწესებს

ტოტალური კონტროლი ინფორმაციაზე. რეჟიმი არა მხოლოდ ტელევიზიებს და ონლაინ გამოცემებს, არამედ თქვენს ფეისბუქ გვერდებსაც გააკონტროლებს. ნებისმიერი პოსტი ან ვიდეო, რომელიც პირად სივრცეში განთავსდება და "ოცნებას" არ მოეწონება, შესაძლოა თქვენი ფინანსური ან სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს. 

ივანიშვილის გუნდმა იცის, რომ სოციალურ ქსელებს საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვთ. მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიღების ყველაზე ხელსაყრელი საშუალება ტელეფონი და სოციალური ქსელებია, "ოცნებას" არ აწყობს, რომ ამ სივრცეში ვრცელდებოდეს ინფორმაცია, სადაც ივანიშვილის ხელისუფლებას ამხელენ. ამიტომაც რეჟიმმა სოციალური ქსელების გაჩუმების გადაწყვეტილება მიიღო. 

ბრძოლა ონლაინ მედიის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობის დროს გადაწყვიტა, რადგან სწორედ ონლაინ მედიის წარმომადგენლები იყვნენ პირველები, რომლებმაც ეს რეპრესიული კანონი გააპროტესტეს. ამის შემდეგ მათ პარლამენტში შესვლაც კი  აეკრძალათ, ახლა როგორც ჩანს, მათი გაქრობა რეჟიმს ინტერნეტ სივრციდანაც უნდა.

შეზღუდვები ონლაინ მედიას - დეტალები ხატია სამხარაძის რეპორტაჟში იხილეთ. 

მსგავსი სიახლეები