რეპეტიციები ლევილის მამულში - რაში იფლანგება ბიუჯეტის ფული?

რეპეტიციები ლევილის მამულში - საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თეატრებისთვის დამატებით ფინანსური პრივილეგიები ამოქმედდა. მსახიობები რეპეტიციებს არ გაივლიან იმ თეატრების სცენაზე, სადაც დასაქმებულები არიან. ოლიგარქის პოლიტიკის მეხოტბე მსახიობებს ბიუჯეტის ფულით სარეპეტიციოდ ლევილში უშვებენ. ამ პროგრამით უკვე ისარგებლა დმანისის თეატრმა.
ხელოვანები, რომლებიც პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში იბრძვიან, ამ გადაწყვეტილებით გაოგნებას ვერ მალავენ. ეს არის ლევილის შეურაცხყოფა და დაცინვა - ამბობენ ისინი. მსახიობები და რეჟისორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ოლიგარქის მთავრობის ხარკი იმ ხელოვანებისთვის, რომლებიც "ოცნების" პოლიტიკურ მორჩილებაში იმყოფებიან და ქვეყანაში არსებული რეპრესიების ფონზე დუმილს ამჯობინებენ.
რაში იფლანგება ბიუჯეტის ფული? - ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.